პატიმარმა ქალებმა პატრიარქს იუბილე მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ქალმა მსჯავრდებულებმა სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მომზადებული პერფორმანსი წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც საგალობლები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები და ნაციონალური ცეკვები შეასრულეს. N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულები უწმინდესის მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ქალბატონებმა გამოთქვეს სურვილი პატრიარქს მიულოცონ იუბილე, რაც ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ისინი მუდამ გრძნობენ ჩვენი უწმინდესის სიყვარულს. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით საზრდოობენ ქალბატონები,“ - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სულიერი მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა