ჰეზერ ნაუერთი - ამერიკა ირანში რევოლუციის მიღწევას არ ცდილობს

ამერიკა ირანში რევოლუციის მიღწევას არ ცდილობს, არამედ იმედოვნებს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერთმა განაცხადა.

„რევოლუცია - ეს არ არის ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ. ჩვენ გვსურს ცვლილებები, გვსურს, რომ ირანის ხელისუფლებამ თავის ხალხს მოუსმინოს. ეს ჯერჯერობით არ ხდება და მე წინასწარ მოვლენებს არ გავუსწრებ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში საუბრისას კითხვაზე, სურს თუ არა ამერიკას ირანში ხელისუფლების შეცვლა.

როგორც ცნობილია, ირანის დიდ ქალაქებში 28 დეკემბრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. არეულობებს 20 ადამიანი ემსხვერპლა, 450 ადამიანი კი დაკავებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა