ნიკი ჰეილი - არ უნდა დავუშვათ, რომ ის საშინელება რაც სირიაში ხდება, ირანშიც განმეორდეს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ირანში მოვლენების სირიული სცენარით განვითარების საშიშროებაზე საუბრობს.

„მთელმა მსოფლიომ ნახა ის საშინელება, რაც სირიაში ხდება. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სისხლიანი რეჟიმი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აღიარებდა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ირანშიც განმეორდეს“, - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში.

მისი თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენები ირანელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების საკითხს ეხება.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ინიციატივით ირანის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა