კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მაღალ დონეზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იქნება ჩრდილოკორეელი სპორტსმენების მონაწილეობა 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელების სამხრეთკორეულ ფხენჩხანში თებერვალში გაიმართება.

„დადგა დრო, ჩრდილოეთმა და სამხრეთმა დამოუკიდებლად, სერიოზულად და ღიად იმსჯელონ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისივე თქმით, მხარეებმა არსებული პრობლემები უცხო ძალების დახმარების გარეშე უნდა მოაგვარონ.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ამისთვის აუცილებელი ზომები, მათ შორის გავუშვათ ჩვენი დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე. ამისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხელისუფლების საგანგებო შეხვედრაა საჭირო“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა