დონალდ ტრამპის ადვოკატის განცხადებით, ის შეეცდება მაიკლ ვოლფის წიგნის დაბეჭდვას ხელი შეუშალოს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატის განცხადებით, შეეცდება მაიკლ ვოლფის წიგნის დაბეჭდვას ხელი შეუშალოს. წიგნში ტრამპი არაეფექტურ პრეზიდენტად არის მოხსენიებული. ადვოკატი ასევე ტრამპის ყოფილი მრჩევლის სტივ ბენონის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გამოყენებით დაიმუქრა მის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო.

„ამ წიგნის ავტორისთვის არ მიმიცია უფლება რაიმე შეხება ჰქონოდა თეთრ სახლთან. წიგნთან დაკავშირებით მასთან არასდროს მისაუბრია. წიგნი სავსეა ტყუილებით, დამახინჯებული ინფორმაციითა და იმ ამბებით, რომელიც საერთოდ არ არსებობს. შეხედეთ წიგნის ავტორის წარსულს და ნახავთ რა მოუვა მას და მატყუარა სტივს!“ - დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა.

წიგნმა სახელწოდებით „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით“ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია, ვინაიდან მასში ტრამპი პრეზიდენტობისთვის მოუმზადებელ პიროვნებად არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ პრეზიდენტობა არც სურდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს