ზაალ უდუმაშვილი - სამართლებრივი ნონსენსია, როდესაც სახელმწიფო მეთაურს განაჩენი იმისთვის გამოუტანეს, რომ მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა

ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, როდესაც სახელმწიფო მეთაურს განაჩენი იმისთვის გამოუტანეს, რომ მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ „ინტრეპრესნიუსსთან“ საუბრისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, როდესაც სახელმწიფო მეთაურს განაჩენი გამოუტანეს იმისთვის, რომ მან შეასრულა პრეზიდენტის უფლებამოსილება და გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არის ცუდი, არამედ ეს არის ცუდი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს დაუბრუნდება ცუდად“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა