ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება შეუჩერა

აშშ-ის ხელისუფლებამ პაკისტანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰეზერ ნაუერთმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ პაკისტანს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა შევუჩეროთ. ვიდრე პაკისტანის ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათ შორის „თალიბანის“ წინააღმდეგ, აშშ პაკისტანისთვის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში შეაჩერებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰეზერ ნაუერთის თქმით, „პაკისტანისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს სიურპრიზი“.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ხელისუფლება აფრთხილებდა პაკისტანს იმის თაობაზე, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვაშინგტონი უფლებას იტოვებს პაკისტანს დახმარება გაუწიოს, როდესაც ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა