აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „კლინტონის ფონდთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „კლინტონის ფონდთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჰილარი კლინტონის ქმედებებს მისი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს. აღნიშნული გამოძიება მიზნად ისახავს დაადგინოს, ხომ არ დაპირებია ან ხომ არ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილება კლინტონს მის ფონდში შემოწირულობის შეტანის სანაცვლოდ ან პირიქით, ხომ არ დაპირდნენ დონორები ფონდში შემოწირულობას მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სანაცვლოდ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, გასულ თვეს სულ მცირე ერთი მოწმე მაინც დაიკითხა, მომავალ კვირას კი დამატებითი ზომების მიღება იგეგმება. „კლინტონის ფონდის“ წარმომადგენლების მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ადრე განაცხადეს, შემოწირულობის სანაცვლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევა არ ყოფილა.

აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ რესპუბლიკელები გამოძიების წამოწყებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ მუელერის მიერ გამოძიებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა დაასახელა. სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მუელერი ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო თანამშრომლობის არსებობას იძიებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს