2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1 194 433-ით მეტია

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.8% ზრდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წლის მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 2018 წელს ძირითადი მოლოდინია 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან.

“საქართველოში გრძელდება ტურიზმის უპრეცენდენტო ზრდა, რაც აისახება ტურისტების რაოდენობაზეც. 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია თითქმის 1 200 000 ადამიანით. ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით, 2 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს კიდევ უფრო მეტი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, - განაცხადა გიორგი ჩიგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს