ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია - ველოდებით საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკიდან გამოხმაურებას

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავაპროფილიანი საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ელოდებიან საზღვარგარეთიდან რომელიმე საავადმყოფოს გამოხმაურებას, რომელიც სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად იქნება მზად. როგორც  "ინტერპრესნიუსს" ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რის გამოც მისი ტრანსპორტირების საკითხი კვლავ რისკის ქვეშ რჩება.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია. რაიმე განსაკუთრებული დინამიკა არ გამოვლენილა, სტაბილურად მძიმედ რჩება. რაც შეეხება საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებას, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ველოდებით რომელიმე კლინიკიდან გამოხმაურებას, რომელიც პაციენტის მიღებაზე იქნება თანახმა. როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა ინტერესი ამასთან დაკავშირებით და მათ გუშინ გადავუგზავნეთ დოკუმენტაციის ის ნაწილი, რაც მათ ითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით არც მათგან რაიმე ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე, სხვა ქვეყნის მედიკოსი თბილისის კლინიკაში მიმდინარე მკურნალობის პროცესში არ მონაწილეობს. ლურსმანაშვილის თქმით, მხოლოდ კონსილიუმში მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთმა ექიმმა, ეს იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო