რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი არის სამარცხვინო ლაქა

ეს არის მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, კიდევ ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, რომელის სასამართლომ დღეს მიიღო.

როგოც გოცირიძემ აღნიშნა, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საქართველო შევიდა სამარცხვინო პრეცედენტების ისტორიაში“.

"პირველი ეს იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, როდესაც 11-მა უნამუსო მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში გამოიტანა გადაწყვეტილება და შემდეგ პირველი ისტორიული პრეცედენტი იყო სტრასბურგის პრეცედენტი. მეორე ისტორიული პრეცედენტი ხდება ის, რომ მსოფლიოში არ მომხდარა არც ერთი ფაქტი, რომ პრეზიდენტისთვის მიესაჯოთ სასჯელი მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, რომელსაც ჰქვია შეწყალების უფლება. მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე კიდევ ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმით თავისი დაქალებისა და დეპუტატების, თუ მოსამართლედ ქცეული პოლიტიკოსების დამთავრებული ყველა დონის სასამართლოებით, იუსტიციის საბჭოს ჩათვლით - ეს არის ერთი პარტიის მორჩილებაში მყოფი სტრუქტურა, რომელიც საქართველოს არ მოუტანს არავითარ სიკეთეს. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, ბუნებრივია, მას ექნება როგორც საერთაშორისო, ასევე, მათ შორის, პოლიტიკური რეაგირება", - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს