აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარიხუანასთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გააუქმა ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი მარიხუანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით მის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული ფედერალური კანონების მოქმედება რბილდებოდა იმ შტატებში, სადაც მოხმარება უკვე ლეგალიზებული იყო. აღნიშნული კანონის გაუქმებით ფედერალურ პროკურორებს ფართო გასაქანი მიეცათ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით აღძრან სისხლის სამართლის საქმე.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ყველაზე პრიორიტეტულია ფედერალური კანონები დაცული იყოს, იქნება ეს მარიხუანასთან თუ იმიგრაციასთან დაკავშირებული“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა.

ბოლო წლებში შტატების დონეზე მარიხუანას ლეგალიზების ფაქტებმა მოიმატა. ვაშინგტონის, ორეგონის, ალასკასა და ნევადას შტატებში კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალიზებულია, მასაჩუსეტსი და მეინი კი წელს აპირებენ იმავე ნაბიჯის გადადგმას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო