საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ საქმეზე პროკურატურა ზვიად კუპრავას კითხავს

საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ საქმეზე, რომელსაც ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელმძღვანელობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას პროკურატურა კითხავს. კუპრავამ საგამოძიებო ორგანოს ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კუპრავამ განუცხადა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდების საქმიანობის შესწავლა აქტიურად დაიწყო, ამ საკითხით მისი ორგანიზაციაც დაინტერესდა და შესწავლის შემდეგ ფონდ „ქომაგში“ არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ პროკურატურამ აქტიურად დაიწყო საქველმოქმედო ფონდების საქმიანობის შესწავლა, მათ შორის პაატა ბურჭულაძის ფონდის და ა.შ. რადგან პროკურატურა, ამ ფონდებთან მიმართებაში გამოხატავდა მაღალ ინტერესს, ამიტომ ჩვენც დავინტერესდით ფონდების საქმიანობით და შევისწავლეთ სხვადასხვა ფონდის საქმიანობა. შევისწავლეთ ფონდი „ქომაგის“ საქმიანობა და აღმოვაჩინეთ არაერთი, მათ შორის ფინანსური დარღვევა. კერძოდ, ფონდის შემოწირულობა, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტს შეადგენდა, არ ემთხვეოდა ხარჯვით ნაწილს. უფრო მეტიც ფონდს ეს თანხა საქველმოქმედო აქციებში არ ჰქონდა გახარჯული, როცა წესდებაში უწერიათ, რომ რა თანხასაც მიიღებს შემოწირულობის სახით, უნდა დაეხარჯა საქველმოქმედო აქციებში. გარდა ამისა არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ ამ ფონდის საქმიანობის შედეგად. მე მზად ვარ დღეს პროკურატურას წარვუდგინო მათი სახელები და გვარები, რომლებიც მზად არიან საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცენ. ველოდებით სამართლებრივი შეფასების მოხდენას პროკურატურის მხრიდან ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქომაგი“ 2012 წელს დაფუძნდა. მისი თავმჯდომარე ია მეტრეველია. როგორც ფონდის პრეზენტაციისას ია მეტრეველმა განაცხადა, ორგანიზაციის მიზანი, პოლიტიკური მოტივით დევნილების ფინანსური დახმარებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს