კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სოციალურ საკითხთა მინისტრ დომინიკ ველოლიზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობა ძლიერი წვიმებით არის გამოწვეული.

„13 ადამიანი დაიღუპა ნგალიემაში, 9 - სელემბაოში, 5 - ბანდალიუნვაში, 4 - ლიმეტეში, 1 - ბარუმბუში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და ქალაქის სხვა ნაწილებიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა