"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაცია ზურაბ პატარაძის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სასამართლოს მიმართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში პრემია-დანამატები არამიზნობრივადაა გაცემული და მას რაიმე მატერიალური კანონიერების, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სახის მტკიცებულება არ აქვს დართული. როგორც რეზო ხარაზი ამბობს, 2016 წელს აჭარის მთავრობასა და ოთხ სამინისტროში პრემია-დანამატების სახით დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარამდე გაიცა.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის მილიონობით ლარი გაიცა. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლა ჩვენი იურისტები საკითხზე მუშაობენ და სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ, რადგან შევაჩეროთ ეს პრაქტიკა. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ პირების, რომლებმაც პრემია-დანამატების გაცემაზე ხელი მოაწერეს",- განაცხადა რეზო ხარაზმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო