რომან გოცირიძე “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს, რომელიც ფრაქციის მიერ თვეების წინ არის ინიცირებული, პარლამენტის დღის წერსიგში დიდი ხანია დგას, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე დღემდე არ უმსჯელიათ.

გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკმაყოფილება გამოხატა, თუ რატომ ხვდება აღნიშნული საკითხი მუდმივად “ბოლო, მორჩენილ საკითხებს“ შორის და რატომ არ იხილავს მას პარლამენტი.

გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოს მიერ “გაზპრომთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ქვეყანა დაახლოებით 80 მილიონით აზარალა.

“გუშინ მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთიდან გაზს არ იყიდის. სინამდვილეში, კი არ იყიდის, არამედ ვერ იყიდის, რადგან გაფორმებული კონტრაქტით “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის. ფული არ არის! ჩვენ გვახსოვს, როგორ გვპირდებოდა კალაძე, რომ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა და იაფი გაზი შემოდის. ახლა კი ვამბობთ, რომ გაზის 100%-ით აზერბაიჯანიდან შემოდის. თუკი იაფი კონტრაქტია გაფორმებული, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან?! არ ვყიდულობთ იმიტომ, რომ არ არის ფული. 200-მილიონი მ3 გაზი უფასოდ გვერგებოდა, რაც არის 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზი. დღეს ჩვენ ვერ ვყიდულობთ 1 მილიონი ღირებულების გაზსაც კი. “გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის მთავარი შინაარსი ვერ დაიმალა. გასულ წელს იყო სანახევროდ - ნატურით და სანახევროდ ფასით ანაზღაურება, მაგრამ წელს ფაქტის წინაშე დავდექით. ამ ხელშეკრულებამ დაახლოებით 80 მილიონი ლარი გვაზარალა“, -განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს