სამართალდამცავებმა ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყეს

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ უკვე მიმართეს სამართალდამცავ უწყებას და საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

ფაქტზე მოკვლევის დაწყებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ინფორმაციით, უწყება საკითხით დაინტერესდა და მიმდინარეობს შესწავლა.

დაზიანებული ბიბლიოთეკების შეკეთებას მერია 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე მოახდენს.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ელქტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს, იქამდე კი მცირე სტენდი გატეხეს.

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა