თამარ ხულორდავა სააკაშვილის საქმეზე - არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები

ჩვენ საქმის დეტალებს არ ვიცნობთ - არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები, - ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დადგება თუ არა კვლავ დღის წესრიგში სააკაშვილის საქართველოში ექტრადირების საკითხი.

“საქმის მასალებს არ ვიცნობ და შეფასებას ვერ გავაკეთებ. სასამართლო, რომელიც არის კომპეტენტური მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე, გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე სხვა ტიპის კომენტარი არ უნდა კეთდებოდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა