საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე აღნიშნავს, ეროვნულმა ბანკმა არასწორი რეფორმა ჩაატარა, რასაც ათასობით დაზარალებული მოჰყვა.

„დღეს შევიკრიბეთ ეროვნული ბანკის წინ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ხისტ და არასწორ რეფორმასთან დაკავშირებით, რამაც შედეგად მოგვცა რამდენიმე გაკოტრებული კომპანია, თაღლითები ციხეში და ამავდროულად ათასობით დაზარალებული და ათობით გარდაცვლილი ადამიანი. მათ შორის, უმრავლესობამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ეროვნულ ბანკს ჩვენი ხმა. დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენა ჰქონდა, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე და შემდგომ კულისებში იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას ამ ხისტი პოლიტიკისგან მიღებული მძიმე შედეგების გამო. ისინი გარკვეულწილად იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ არასწორი რეფორმის გამო. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა შევხვდეთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და მოვისმინოთ პასუხები“, - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

აქციის რამდენიმე მონაწილე ეროვნულ ბანკში შევიდა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა.

როგორც ბანკიდან გამოსული აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაახლოებით 20 წუთში მიიღებენ პასუხს, თუ ვის შეხვდებიან.

რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ეროვნულ ბანკში შესვლას აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მხოლოდ რამდენიმე მათგანი შეუშვეს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა