აშშ-ში ქარბუქის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC იუწყება.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის როი კუპერის განცხადებით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია.

ამავდროულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა