კონსტანტინე კოსაჩევი – რუსეთი მზადაა, კორეის ნახევარკუნძულის განიარაღების დიალოგში ჩაერთოს, ამ დიალოგს აშშ-ც უნდა შეუერთდეს

რუსეთი მზადაა, კორეის ნახევარკუნძულის განიარაღების დიალოგში ჩაერთოს, ამ დიალოგს აშშ-ც უნდა შეუერთდეს, - განაცხადა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა.

ის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ოლიმპიურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთმა საუბარმა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის სრული ფორმატის ფარგლებში დიალოგის გაგრძელებას შეუწყოს ხელი.

„ჩნდება იმედი, რომ სპორტული თემების განხილვის გარდა, პოლიტიკური დიალოგიც გაიმართება. აქ უკვე აშშ-ს ჩარევა იქნება საჭირო“, - აცხადებს კოსაჩევი.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ასეთი სახის კონტაქტების არსებობას სეულსა და ფხენიანს შორის ყოველთვის ემხრობოდა და მზადაა ორ ქვეყანას შორის თანაშრომლობას ხელი შეუწყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო