მწერლებისა და პოეტების გარკვეული ჯგუფი ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

მწერლებისა და პოეტების გარკვეული ჯგუფი პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით მწერლებისა და პოეტების გარკვეული ჯგუფი ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებული მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოს გავრცელება არღვევს ადამიანის უფლებებს.

როგორც მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, აღნიშნულის გამო ისინი სამეურვეო საბჭოს წევრებისგან რეაგირებას ითხოვენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მორალურ დანაშაულს, როდესაც ზვიად რატიანის ვიდეო გაუშვეს ასე ცალმხრივად, წამქეზებლურად. ასე ვთქვათ, გადაიფარა მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი და გამოჩნდა, თითქოს ზვიად რატიანი არის ამ ყველაფერში დამნაშავე, რადგან ცუდი გინება სცოდნია. ამიტომ, ეს ფაქტი წააქეზებს ადამიანებს, ისედაც საქართველო არ უჩივის ასეთ გაავებულ ფაქტს. საფრთხე შეუქმნეს ზვიად რატიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობას მორალური უფლება არ აქვს კვლავაც გააგრძელონ ამ მაუწყებლის მართვა, ან რას მართავენ, ან როგორ მართავენ, კარგად ვხედავთ. განსაკუთრებული პრეტენზია მაუწყებლის მიმართ იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ამ ტელევიზიის გადამხდელები. მაუწყებელი არის საზოგადოებრივი ინსტრუმენტი და არ უნდა იყოს ანტისაზოგადოებრივი ფუნქციის მატარებელი. ჩვენ პირველი არხის ჟურნალისტებს გამოვუცხადეთ ბოიკოტი, მაგრამ თავისთავად ეს ბოიკოტი აბსურდულია, რადგან ჩვენ თავს ხომ არ გამოვუცხადებთ ბოიკოტს, როგორც გადამხდელები. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მორალურად თავს გრძნობენ უხერხულად და არავის არ უნდა გაურკვეველმა ჯგუფმა, სიმულაციურმა მმართველებმა მართონ ეს ტელევიზია. მათაც მოვუწოდებთ გაიფიცონ, ამოიღონ ხმა, რადგან ისინი საზოგადოების წევრები არიან“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა