„ენერგო-პრომ“ მარნეულში ახალი, 10 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მარნეულში დაასრულა ახალი, 10 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მშენებლობის შედეგად მარნეულის ცენტრის დაახლოებით 4 ათასი აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდა.

„ფიდერზე, რომლითაც აღნიშნული ტერიტორია მარაგდებოდა ელექტროენერგიით, საკმაოდ ბევრი აბონენტი იყო მიერთებული, მათ შორის სხვადასხვა საწარმო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა აბონენტების ნაწილის გადაყვანა ახალ ხაზზე, შესაბამისად ავარიული გათიშვების ალბათობა საკმაოდ შემცირდა. ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა