არჩილ თალაკვაძე - "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერა

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სინამდვილეში ეს არის სამართლებრივი დევნა და არა პოლიტიკური“.

„შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული.

ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება", - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა