ირინა ფუტკარაძე ზვიად რატიანის შესახებ კადრებზე - ეს კადრები არ უნდა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვინაიდან დაირღვა ადამიანის უფლებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დავაფიქსირეთ პოზიცია და ვთქვით, რომ ბუნებრივია, ეს კადრები არ უნდა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მწერლებისა და პოეტების გარკვეული ჯგუფის მოთხოვნაზე.

ირინა ფუტკარაძის თქმით, მწერლებთან მათი შეხვედრა მნიშვნელოვანია და იმსჯელებენ თუ როგორი უნდა იყოს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.

ჟურნალისტებმა ფუტკარაძეს კითხვით მიმართეს ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გადაღებული ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით როგორი არის პირადად მისი პოზიცია.

„ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია იყო უარყოფითი და მთლიანად ეს ბორდის წევრებმა დავაფიქსირეთ, ვთქვით რომ ეს კადრები ბუნებრივია არ უნდა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რადგან დაირღვა ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ფუტკარაძემ განაცხადა, რომ არხის დირექტორმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სრულად აიღო პასუხისმგებლობა ამ ვიდეოს გავრცელების გამო, ხოლო თუ რას გულისხმობს ეს პასუხისმგებლობა, შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ასევე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბორდის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი კოხრეიძემ, რომლის თქმით, გასარკვევია თუ რა მოხდა აღნიშნულ ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს