პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თოდუას კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევა ჩაუტარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, ”არსებითი და საგანგებო არაფერი ხდება”.

თავის მხრივ, პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

”ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული და იყო ბრონქიტის ეპიზოდი, გადმოვწიერთ ეს გეგმური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. თოდუას კლინიკა უკვე დავტოვეთ და ახლა საპატრიარქოში მივდივართ”, - განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა