2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრა. კერძოდ, როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცენტრიდან აცნობეს, ვადები ასეთია:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 5 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით;

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 18 იანვრიდან 1 თებერვლის 18:00 საათამდე;

3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 6 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის განათლების ხარისხის განვათარების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეებს გაიმართავს 23 და 31 იანვარს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო