ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 32 ადამიანი გათავისუფლდა

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 32 ადამიანი გათავისუფლდა. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გენადი კუჭუხიძე აცხადებს, კადრების შემცირება მერიაში სამსახურების გაუქმების შედეგად მოხდა.

ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში კულტურის სამსახური გაუქმდა. მის ბაზაზე ადმინისტრაციულ სამსახურში კულტურის განყოფილება ჩამოყალიბდა. გენადი კუჭუხიძის თქმით, რეორგანიზაციის საჭიროება მერიაში სამსახურების დუბლირებამ მოიტანა. ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებულია 278 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა