ბერლინის პოლიციის უფროსი - სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დანაკარგები არ ნიშნავს, რომ ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე შემცირდა

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ დანაკარგები სირიასა და ერაყში არ ნიშნავს, რომ ევროპულ ქალაქებში ტერორისტული აქტების საფრთხე შემცირდა, - ეს განცხადება ბერლინის პოლიციის უფროსმა კლაუს კანდტმა გააკეთა.

„ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება ომში ერთი საკითხია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს იმ რადიკალების შესახებ, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ტერორისტული აქტების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. უნდა განვეწყოთ, რომ საფრთხე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, რომელმაც, შესაძლოა, უახლოესი ათი წლის განმავლობაში იარსებოს“, - განაცხადა კანდტმა.

გერმანიის შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში 700-ზე მეტი ისლამისტი რადიკალი ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ ტერაქტების მოწყობა. შინაგან საქმეთა მინისტრის ადრე გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2016 წელს 10-ზე მეტი ტერაქტის აღკვეთა შეძლეს. 2017 წელს 900-მდე შემოწმება ჩატარდა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვის გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო