ისნის გამგებლის განცხადებით, ყველა ოჯახს, ვისი ავტომანქანაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანდა, ზარალი აუნაზღაურდება

ისნის რაიონის გამგებლის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ყველა ოჯახს, ვისი ავტომანქანაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანდა, ზარალი აუნაზღაურდება.

როგორც ლაბუჩიძემ განაცხადა, სულ დაზიანებულია 30 მანქანა, რომლის ნაწილზეც მოსახლეობამ კომპენსაცია უკვე მიიღო.

"ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი. იცით, რომ 30 მანქანაა დაზიანებული. 11 -ზე შეთანხმება მიღწეულია და ალბათ სამშაბათს ან ოთხშაბათს მიიღებს მოსახლეობა ზარალის ანაზღაურების თანხას. მიმდინარეობს პროცესი. დანარჩენი მანქანების მეპატრონეებთანაც გვაქვს მუდმივი ურთიერთობა და 2-3 დღეში მივაღწევთ შეთანხმებას.

მერწმუნეთ, თითოეული დაზარალებული კმაყოფილი დარჩება. მოხდება მანქანების ხელახალი დათვალიერება და აღმოჩენილი ნებისმიერი ახალი დეტალის შემთხვევაში მოხდება თავიდან გადაფასება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაზარალებულები არ არიან მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები, ზოგი სტუმარია, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ზარალი ყველას აუნაზღაურდება", - განაცხადა ლაბუჩიძემ.

თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია ზარალის ანაზღაურებისთვის საკმარისი არ არის. როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივმა კოტე ანთიძემ განუცხდა, მის ოჯახს ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას 3 მანქანა დაუზიანდა.

"მანქანებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვს. კიდევ უნდა შემოწმდეს. დღესაც დაბარებული ვართ გამგეობაში და გვეუბნებიან, რომ დროულად აგვინაზღაურებენ ზარალს. მხოლოდ ერთ მანქანაზე დავთანხმდი იმ კომპენსაციას, რაც მერიამ შემომთავაზა, დანარჩენ ორ მანქანაზე ველოდები თანხის დამატებას",- განაცხადა ანთიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა