რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

თურქეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებამდე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზში ვიზიტის ფარგლებში მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს განიხილავენ, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საფრანგეთის პრეზიდენტთან ბევრ საკითხში. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი მზად არის საფრანგეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააძლიეროს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა