იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მთლიანი კორპუსის გამაგრებას ითხოვენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც რამდენიმე კვირის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, თბილისის მერიის და ისნის რაიონის გამგეობისგან არა ცალკეული ბინების, არამედ, მთლიანი კორპუსის გამაგრებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, კორპუსი სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. სპეცოპერაციის შემდეგ კი, საცხოვრებელი ბინები სხვა სადარბაზოებშიც დაზიანდა.

ადგილობრივების თქმით, კორპუსის გარე ფასადს ნაწილები სცვივა და რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მანქანა დაზიანდა.

„არ არის საკმარისი, რომ მარტო ის ბინები რემონტდება, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია ჩატარდა. მთლიანი კორპუსია ავარიული. მანამდეც ავარიული იყო და კიდევ უფრო საშიში გახდა აქ ცხოვრება სპეცოპერაციის შემდეგ. 2 დღის წინ ფასადის ნაწილი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა“, - ამბობენ ადგილობრივები.

ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის თქმით, ყველა იმ ადამიანთან მოხდება შეხვედრა, რომლებსაც პრეტენზია აქვს. როგორც ლაბუჩიძე აცხადებს, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის იქ ცხოვრება უსაფრთხო იქნება.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში მდებარე მე-9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიცპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა