თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ლიდერთა სამიტზე, რომელიც განათლების მართვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მედიცინის დარგში გაწეული დამსახურებისათვის ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. კერძოდ კი, ზურაბ ვადაჭკორიას აღნიშნული წოდება განათლების მართვაში, სამეცნიერო-კვლევით აქტივობაში, თანამედოვე საზოგადოებაში უმაღლესი განათლების როლისა და ეფექტურობის წარმოჩენაში და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიღწევისათვის გაწეული აქტივობისთვის მიენიჭა.

სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ოქსფორდის აკადემიური კავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელსაც ევროპის რექტორთა კლუბის წარმომადგენლები, სოკრატეს პრიზის ნომინაციის საბჭოს წევრები და 40 ქვეყნის აკადემიური ელიტა დაესწრო, პროფ. ზურაბ ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის დიპლომი და ტიტულის ყველა ატრიბუტიკა საზეიმოდ გადაეცა.

ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება დაწესდა ოქსფორდში, აკადემიური კავშირის და განათლების მართვის აკადემიის მიერ, ევროპის რექტორთა კლუბის და სოკრატეს საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით. ამ საპატიო ტიტულის მინიჭება ხდება იმ პირებისათვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესში, მეცნიერების, კულტურის და განათლების სფეროს ინტეგრაციის პროცესებში. წოდება ენიჭებათ გამოჩენილ მეცნიერებს, გამორჩეულ მასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ ხელმძღვანელებს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, კულტურის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს.

ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება უდიდესი პრივილეგიაა, რაც ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, აკადემიური კავშირის სხვა წევრებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარებას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს