გვანცა ჯობავა - სამეურვეო საბჭო დაგვიპირდა, რომ მოკვლევას აწარმოებს ზვიად რატიანზე გასულ ვიდეოზე და შემდეგ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გვაცნობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დაგვპირდნენ, რომ 3-5 დღის განმავლობაში აწარმოებენ მოკვლევას პოეტ ზვიად რატიანზე გასულ ვიდეოსთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ყველას გვაცნობებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე მწერალთან და პოეტთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს ხვდებოდა.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. გვანცა ჯობავას თქმით, ბორდის წევრებმა პირველ საკითხად არხის მიერ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ იმსჯელეს. ჯობავას განცხადებით, ბორდის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ მომხდარი მათთვის მიუღებელია.

„მათ თავიდანვე გააკეთეს განცხადება, რომ ეს არის მიუღებელი და ემხრობიან ჩვენს პოზიციას, თუმცა, ამბობენ, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი პროცედურული საკითხია. ამიტომ ისინი დაგვპირდნენ, რომ 3-5 დღის განმავლობაში აწარმოებენ მოკვლევას და შემდეგ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ყველას გვაცნობენ“, - განაცხადა გვანცა ჯობავამ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ბორდს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი უნდა გადადგეს, ჯობავას თქმით, ბორდის წევრები ამაზე პირდაპირ არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო საკითხის საფუძვლიანად მოკვლევისთვის. თუმცა ჯობავას თქმით, ბორდის წევრები უშვებენ, რომ შეიძლება ამ შედეგით დასრულდეს ეს ყოველივე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა