ადვოკატი - თბილისში გამოტანილი განაჩენის საფუძველზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უკანონო იქნება

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკმარისი სამართლებრივი სტატუსი აქვს, რაც საშუალებას არ იძლევა მისი ექსტრადირება მოხდეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა საქმე, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სასამართლოები განიხილავენ, პოლიტიკური ხასიათისაა. ეს პოლიტიკური დევნაა. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ექსტრადირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება არაკანონიერი იქნება დღეს თბილისში გამოტანილი განაჩენის საფუძველზეც კი“, - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, რუსლან ჩერნოლუცკიმ აღნიშნა, რომ „ადამიანი, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობს, არ შეიძლება ექსტრადირებული იყოს“.

„ამის შესახებ ნათქვამია უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსის შესახებ კანონში, საერთაშორისო კონვენციებში“, - დასძინა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა