ბინები, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, 4 თვემდე ვადაში გარემონტდება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში ის ბინები, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, 4 თვემდე ვადაში გარემონტდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა.

ლაბუჩიძის თქმით, ბინების დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, გასარემონტებლად ზოგ ბინას 1 თვე, ზოგს კი, 4 თვე სჭირდება.

„დუპლექსის გარემონტებას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება, დანარჩენი ბინები 1-დან 3 თვემდე ვადაში გარემონტდება. თუმცა, ტემპი ისეთია, რომ შესაძლოა ეს ვადებიც შემცირდეს. 9 ბინა რემონტდება და ყველა ამ ბინის მეპატრონე დაუბრუნდება უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს. ამ ეტაპზე ისინი სასტუმროში რჩებიან, მოსახლეობას ქირით გადავიყვანთ მათ მიერვე შერჩეულ ბინებში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში მდებარე მე-9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიცპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს. როგორც მერიის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა