საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა დასრულდა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების შეხვედრა ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი მელაშვილთან დასრულდა.

როგორც უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მეანაბრეების პრობლემის მოსაგვარებლად ჯგუფი შეიქმნება, ეროვნული ბანკი მასში მონაწილეობას მიიღებს.

„ეროვნული ბანკი და მისი წარმომადგენელი გიორგი მელაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ რაიმე ჯგუფი შეიქმნება ამ პრობლემის მოგვარებისთვის, ეროვნული ბანკიც მიიღებს მონაწილეობას და თავის გარკვეულ როლს შეიტანს. ეს როლი შეიძლება იყოს ზოგიერთი მეანაბრის საბანკო კრედიტების საშეღავათო პერიოდად გადაქცევა. ჩვენ გადავდივართ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის რეჟიმზე“, - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს მისცემენ ხუთდღიან ან ერთკვირიან ვადას იმისთვის, რომ წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით იქნება ჩართული პრობლემის მოგვარების პროცესში. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაზარალებული მეანაბრეები შემდგომ აქციას შემოსავლების სამსახურთან გამართავენ.

„შემდეგი აქცია შემოსავლების სამსახურთან იქნება. მოლაპარაკება იქნება შემოსავლების სამსახურთან, რომ მათაც დაიხიონ უკან და ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყონ ფიქრი“, - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

რაც შეეხება დაზარალებულ მეანაბრეებს, ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია აღნიშნული პროცესი არ გაჭიანურდეს და პრობლემის მოგვარება მოკლე დროში მოხდეს.

„აგვისტოში საპარლამენტო კომისიის მიერ დაიდო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში უნდა შემდგარიყო საკოორდინაციო საბჭო და იქ უნდა შესულიყო ყველა ის ინსტიტუტი, რომელსაც მეანაბრეების წინაშე გარკვეული ვალდებულება აქვს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი თეთრუაშვილმა.

მისივე განცხადებით, აუცილებელია საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა და მნიშვნელოვანია დაიდოს შედეგი ვის რა ვალდებულება ეკისრება.

„აღარ მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩენს გვერდით დგას და ვიდრე სავალალო შედეგამდე მივალთ, მიიღეთ ჩვენი მოთხოვნა და დაგვიბრუნეთ ჩვენი ქონება“, - განაცხადა ლალი თეთრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო