2017 წელს ევროპაში ჩასული მიგრანტებისა და ლტოლვილების რაოდენობა 171 000-ს აჭარბებს, 3 000 კი გზაში დაიღუპა

2017 წელს ევროპაში ჩასული მიგრანტებისა და ლტოლვილების რაოდენობა 171 000-ს აჭარბებს, ხოლო 3 000 გზაში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს.

„2017 წელს ევროპაში ზღვით 171 635 მიგრანტი და ლტოლვილი შემოვიდა“, - აღნიშნა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა და განმარტა, რომ საუბარია წინასწარ მონაცემებზე.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან 119 ათასი მიიღო იტალიამ, 29 ათასზე მეტი საბერძნეთმა, 21 ათასზე მეტი ესპანეთმა და 1000-ზე მეტი კვიპროსმა. 2016 წელს მათი საერთო რაოდენობა 363 ათასს აჭარბებდა.

ხმელთაშუა ზღვაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრამდე 3116 ადამიანი დაიღუპა. 2017 წელს ყველაზე რთულად აფრიკიდან იტალიამდე მარშრუტი დარჩა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს