უხუცესთა საბჭოს წევრი - გავრცელებული ვიდეოკადრები არაფერს ამტკიცებს, ეს ყველაფერი დადგმული მგონია, რაც უნდობლობას იწვევს

პანკისის ხეობის უხუცესების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავცელებულ კადრებს უნდობლობას უცხადებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" უხუცესთა საბჭოს წევრი პლატონ გუნაშაშვილი  აცხადებს, გუშინ გავრცელებული ვიდეო კადრები სუს-თან და კახეთის გუბერნატორთან შეხვედრისას ნახეს, თუმცა ამით დაკავებულების დანაშაულში ვერ დარწმუნდნენ.

”ეს ვიდეო მტკიცებულება არ იძლევა იმის უფლებას, რომ 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტო. თუ სპეცრაზმელი ტელეფონს და ყუმბარას ვერ არჩეევს, ესეთი არც უნდა მუშაობდეს. სად არის ამოღებული ყუმბარა? რატომ არ აჩვენებენ ოჯახს? ჩვენ იოსებ გოგაშვილთან შეხვედრისას ნაჩვენები კადრებით არაფერში არ დავრწმუნდით. ხმა არ ისმის და ეს არაფერს არ ამტკიცებს. მე ეს ყველაფერი დადგმული მგონია, რაც უნდობლობას იწვევს", - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა პლატონ გუნაშაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გუშინ გაასაჯაროვა. კადრების მიხედვით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა