გრიგოლ გოგელია ზვიად რატიანის საქმეზე - ფაქტის გაშუქების სტანდარტი დარღვეული იყო, ახლა ჩვენი პროცედურების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ ვთქვით, რომ ფაქტის გაშუქების სტანდარტი იყო დარღვეული. ახლა ჩვენი პროცედურების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლებისა და პოეტების გარკვეულ ჯგუფთან მათი პირველი შეხვედრა შედგა.

გოგელიას თქმით, ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და რომლის დაცვითაც ამ საქმეზე მოკვლევა მოხდება. შესაბამისად, სამართლებრივად განსაზღვრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის საკითხი, გოგელიამ ეს არ დააკონკრეტა.

„მე ვფიქრობ, არასერიოზულია დღეს რომ გითხრათ, ვიდრე ეს საკითხი სამართლებრივად არ გაგვივლია და ეს პროცედურები არ გვინახავს. თუ როგორ უნდა წარიმართოს და რა ვადებში იქნება, ეს ავუხსენით დღეს საზოგადოების წევრებსაც, რომ ჩვენ ვართ ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული წესებით მოქმედებს და ამ წესების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გოგელიამ.

პოეტებისა და მწერლების გარკვეული ჯგუფი დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს ხვდებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა