ბესიკ ლილუაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას ტყუილი და აუდიტის დასკვნის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა

აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში 2016 წელს პრემია - დანამატების არამიზნობრივ გაცემას უკავშირდება. ბესიკ ლილუაშვილმა ოპოზიციის ბრალდებას მორიგი ტყუილი და აუდიტის დასკვნის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა.

“პირველ რიგში მინდა მივულოცო ოპონენტებს ახალი 2018 წელი და ვამცნო ასეთი სიახლის შესახებ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს შრომით ანაზღაურებას და მათი ფსევდო-რაინდული მოტივები, თითქოს უნდა მიმართოთ სასამართლოს და ამით შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა, უკვე მოგვარებულია საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება პრემია - დანამატებს, მათი მცდელობა გააერთიანონ პრემიები და დანამატები ერთ კონტექსტში, ცოტა უხერხულია, არაპროფესიონალურს რომ თავი დავანებოთ. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, მინდა წაგიკითხოთ რა წერია აუდიტის დასკვნაში: პრემია გაიცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საპრემიო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.

შესაბამის ოქმებში პრემიის გაცემის საფუძვლად მითითებულია საჯარო მოსამსახურეების ფუნქციური დატვირთვა, შესრულებული სამუშაო მოცულობა და კვალიფიკაცია. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარდგენილია. რაც შეეხება დანამატებს, აქაც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ დანამატის ზღვრული მოცულობები განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 იანვრის ნომერ მე-4 განკარგულებით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ენმ-ის დღევანდელი განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა შეიყვანონ მოსახლეობა სიცრუეში, დაიწერონ ქულები იმ საკითხზე, რაც ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სასამართლოს მიმართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში პრემია-დანამატები არამიზნობრივადაა გაცემული და მას რაიმე მატერიალური კანონიერების, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სახის მტკიცებულება არ აქვს დართული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს