ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ მერიის 18 თანამშრომელზე გაცემულ სახელფასო დანამატების თემას ეხმაურება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ მერიის 18 თანამშრომელზე გაცემულ სახელფასო დანამატების თემას ეხმაურება.

”ვფიქრობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას.

მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახელფასო დანამატს თანამდებობრივი სარგოს 63 %-ის ოდენობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს ორმოცდაათამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი. საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი. აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არდანახვა და მართებულად ვერ შეფასება. აქვე დავძენ, საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ”, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო