ზაზა ბიბილაშვილი - სასამართლომ ჭორაობა მტკიცებულებად მიიღო და ამის საფუძველზე, მოსამართლემ გაბედა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობა შეუფარდა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე, რომლებიც სასამართლოს აძლევდნენ ირიბ ჩვენებებს და არც ერთ მათგანს პირდაპირი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო, არ აქვს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ 3- წლიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩვენებები იყო ჭორაობა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად ჩათვალა.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის გარიგება იმ მოტივით, რომ ”სააკაშვილი მოაშორონ პოლიტიკური ბრძოლის ველს, რაც არის პუტინის რუსეთის სურვილი”.

“ეს არ არის გირგვლიანის საქმე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი პირისთვის სასჯელის განახევრება, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯეს პატიმრობა. ის, რომ ამ საქმეში ასევე ფიგურირებდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული 4 ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ეს არის გირგვლიანის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე. ორივე მათგანი არის პოლიტიკურად აქტიური და დაინტერესებული პირი და რაც მთავარია, ორივე მათგანი სასამართლოს აძლევდა ირიბ ჩვენებას. არც ერთს პირდაპირი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო, არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ჭორაობა, რომელიც სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად და ამის საფუძველზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ გაბედა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეუფარდა პატიმრობა”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო