ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას სუს-იდან საქმის მასალების გაუთქმელობის საკითხზე ამ დრომდე არავინ დაკავშირებია

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქმის მასალების გაუთქმელობის საკითხზე ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას მსგავს დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია. ადვოკატი ირაკლი ბენია ბრალდებულ გორნაკაშვილთან სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა.

როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კადრებზე, რომელიც 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. თუმცა, ადვოკატი განმარტავს, რომ დეტალებზე ის საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

ამასთან, ირაკლი ბენია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირადი საქმეების გამო მართლაც იმყოფებოდა თურქეთში, თუმცა ახმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ საკუთარ პოზიციას ზურაბ გორნაკაშვილი სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კადრების მიხედვით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა