„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ბულგარელი ტურისტები თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ტერიტორიაზე, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია.

”მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მაშინვე შენიშნეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. ადგილზე დათვალიერებით მას არანაირი ტრავმა არ აღენიშნება, უსაფრთხების მიზნით, ტურისტი გადაყვანილია გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა