მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის დათვალიერების შემდეგ მომხდარის შესახებ სწორი წარმოდგენა შეექმნება

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი მივიდა. როგორც მაია ნიკოლეიშვილმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას უკვე აქვს თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია.

რაც შეეხება იმას, თუ რა ინფორმაციას მიიღებს ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი, სადაც მოხდა გასროლა, რამდენჯერმე უკვე შეისწავლეს ექსპერტებმა.

ნიკოლეიშვილს აქვს მოლოდინი, რომ დათვალიერების შემდეგ სწორი წარმოდგენა შეექმნება, თუ რა მდგომარეობაში იყო სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს