„კათარზისში“ „2018 წლის საუკეთესო ბებია და ბაბუა“ გამოავლინეს

„კათარზისში“ „2018 წლის საუკეთესო ბებია და ბაბუა“ გამოავლინეს. „2018 წლის ბებია“ 82 წლის მზია ჩიხლაძე და „2018 წლის ბაბუა“ 88 წლის ჯემალ მუკბანიანი გახდნენ. მათ 500-500 ლარი გადაეცათ.

„თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ მათ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „თელასმა“ სათნოების სახლს კონკურსის ჩასატარებლად 8 000 ლარი ჩაურიცხა. ამდენად, მასში მონაწილე ყველა კონკურსანტი ასევე 100-100 ლარით დაჯილდოვდება. ფანცულაიას განცხადებით, კომპანია „თელასი“ ასევე დაფარავს 2017-18 წლის ზამთრის პერიოდში თავშესაფარ „კათარზისის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს 15 000 ლარის ოდენობით.

წლევანდელ კონკურსში 70 წელს გადაცილებული 25 მოხუცი მონაწილეობდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. მათმა უმეტესობამ ჟიურისაგან უმაღლესი ქულები დაიმსახურეს და საბოლოოდ ჟიურის წევრებს გამარჯვებულთა გამოვლენა გაუჭირდათ. ჟიურის რამდენიმე წევრმა ამის გამო მონაწილეებს ჟიურის სპეციალური პრიზი გადასცა.

ჟიური 7 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ მომღერლები: სოფო გელოვანი, სოფო ნიჟარაძე, ლაშა ღლონტი, ნოდიკო ტატიშვილი, ასევე დალი ჩიტალაძე, ბიზნესმენი და ქველმოქმედი ოსმან თურანი და „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია. გამარჯვებულებს პრიზები ასევე კომპანია „ისი პარისგანაც“ გადაეცათ, რომლებიც დღევანდელი კონკურსის წამყვანმა ხატია შამუგიამ გადასცა.

სათნოების სახლ “კათარზისს” კომპანია “თელასი” 2005 წლიდან მფარველობს. ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის გარდა კომპანია „თელასი“ მოხუცთა თავშესაფარს პროდუქტით და საჭირო ინვენტარითაც ამარაგებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო