მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს ოლიგარქიული ჭირის მოსაშორებლად

მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება და როდესაც ყველა ერთად დავახვევინებთ ოლიგარქს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს ოლიგარქიული ჭირის მოსაშორებლად.

”ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) არის საქართველოს დიდი უბედურება. მისი მეშვეობით გვანგრევს მტერი, ჩვენ საქმეებში ხელს აფათურებენ მათ შორის უკრაინელი ოლიგარქები. მე გავხდი მთავარი თავის ტკივილი პუტინის, უკრაინელი ოლიგარქების და ივანიშვილის. ის, რაც მოხდა თბილისში დღეს, არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება სამი ქვეყნის ოლიგარქების და მათი ადგილობრივი შემსრულებლების მიერ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაშორებლად, გამოვაცხადოთ განსაკუთრებული მობილიზაცია და ამაში ჩავერთვები ძალიან აქტიურად. დღევანდელი გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ. ის სუსტია, კუთხეშია მიმწყვდეული და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. საქართველო ისევ უნდა გავათავისუფლოთ და სწორ გზაზე დადგეს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება და როდესაც ყველა ერთად დავახვევინებთ ოლიგარქს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან”, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში.

სააკაშვილი:"მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა