მიხეილ სააკაშვილი - ამ ხელისუფლებამ შეიწყალა საერთაშორისო ტერორისტები, რუსი ჯაშუშები, საშიში მკვლელები, ნარკოტიკების გამსაღებლები და მე მასამართლებს შეწყალებაზე

ეს არ არის გირგვლიანის საქმე, როგორც ამას „ქოცური“ პროპაგანდა ასაღებს, ეს არის 133 სამხედროს შეწყალების საქმე, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

„რუსთავი 2“-თან საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის გაასამართლეს ისეთი ბრალდებით, რომლითაც არც ერთი პრეზიდენტი არ გაუსამართლებიათ უახლეს ისტორიაში.

„მას შემდეგ, რაც ეძებეს ჩემი 19 მილიარდის ვილები, ანგარიშები და აღმოჩნდა, რომ მე ქართველი ხალხისთვის არაფერი მომიპარავს საერთოდ და ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მივეცი საქართველოს, ამ მდაბიო ოლიგარქმა, ჩემი გასამართლება გადაწყვიტა იმ ბრალდებით, რომელითაც არც ერთი პრეზიდენტი, უახლოეს ისტორიაში არ გაუსამართლებიათ - შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის. ეს არ არის გირგვლიანის საქმე, როგორც ქოცური პროპაგანდა ასაღებს ამას. ეს არის საქმე, ყოფილი სამხედროების, 133 სამხედროს შეწყალების, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს ომიდან მოკლე ხანში. ეს არის ის ხელისუფლება, ვინც შეიწყალა საერთაშორისო ტერორისტები, რუსი ჯაშუშები, ძალიან საშიში მკვლელები, ნარკოტიკების გამსაღებლები, რომლებიც ასევე კლავდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და ეს ხელისუფლება მასამართლებს მე შეწყალებაზე?!“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ვინც მის უკანონო გასამართლებაში მიიღო მონაწილეობა, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

სააკაშვილი:"მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო