2017 წელს ევროკავშირის საზღვრის არალეგალურად გადალახვის შემთხვევები შემცირდა

ევროკავშირის საზღვრის კონტროლის სააგენტომ შეაჯამა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა გადალახა ევროკავშირის საზღვარი არალეგალურად 2017 წელს.

„2017 წელს ევროკავშირის საზღვრის არალეგალურად გადალახვის შემთხვევები შემცირდა იტალიასა და საბერძნეთში მიგრანტების საერთო რაოდენობის კლების გამო“ - განაცხადა სააგენტომ.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საზღვრის უკანონოდ გადალახვის 204 300 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 60%-ით ნაკლებია.

„არალეგალი მიგრანტების რაოდენობის მოულოდნელი კლება იტალიაში 2017 წლის შუა პერიოდში შეიძლება იყოს ყველაზე საყურადღებო მოვლენა თურქეთსა და ევროკავშირს შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ“, - აცხადებენ სააგენტოს ანალიტიკოსები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო